ოქროს სამკუთხედი | ტური ინდოეთში | Travel Time
Travel TimeTravel Time
Forgot password?

ოქროს სამკუთხედი

ოქროს სამკუთხედი

დელი აგრა ჯაიპური

დელი, აგრა და ჯაიპური-ინდოეთის სამი საოცარი ქალაქის ისტორია და ეპიკური წარმომავლობა.

თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა ნახოთ ლეგენდარული თაჯ მაჰალი აგრაში, მზის ამოსვლისას, ჯაიპურში სპილოებზე გაისეირნოთ, დელიში კი რიკშათი მოიაროთ ვერცხლის ქუჩა და იშოპინგოთ აზიის უდიდეს ბაზარზე, რომელიც გაგაოცებთ მისი მაშტაბებით...

მაგრამ ეს არ არის ის ყველაფერი, რაც თქვენ ჩვენს ტურში გელოდებათ... უნიკალური შესაძლებლობა გეძლევათ-ბენგალურ ვეფხვებზე დაკვირვების, რანტხანბორის ნაციონალურ პარკში. ჩვენ ერთად მივიღებთ მონაწილეობას ჯაიპურში, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჰოლი ფესტივალში, რომელსაც ჩვენ ფერების ფესტივალს ვეძახით, ინდეოთში კი ეს დღე გაზაფხულის დადგომას ნიშნავს.

დღე 1

თბილისი - დელი

შეხვედრა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ჩაფრენა დელიში და ტრანსფერი სასტუმროში. დასვენება.

Lunch

Dinner

Night stay in delhi

day 2

დელი

საუზმე სასტუმროში.

შემდეგ კი დაიწყება ჩვენი თავგადასავალი ინდოეთის დედაქალაქში, სადაც გავეცნობით მის ყოველდღიურ რუტინას, ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს...

ტურს დავიწყებთ წითელი ციხესიმაგრის მონახულებით, რომელიც დელის, მოგოლების დიადი ეპოქის დროინდელი, ისტორიული ციტადელია.

ციხესიმაგრის მოპირდაპირე მხარეს კი ნახავთ შავი და თეთრი ფერის, ხახვის ფორმის გუმბათს და მინარეტს- ჟამა მასჯიდს, ყველაზე ლამაზ მეჩეთს მთელ ინდოეთში.

ჩვენი ტურის ერთ-ერთ ღირშესანიშნაობა, რიქშაზე და დელის ისტორიულ ვერცხლის ქუჩაზე გასეირნება იქნება.

რიქშა არის ორბორბლიანი ველოსიპედი, რომელსაც წინ უძღვის ადამიანი...ასევე ამავე დღეს მოვინახულებთ ხარი ბაოლის - აზიის უმსხვილეს ბაზარს, რომელიც წარმოადგენს ეგზოტიკური სანელებლების საგანძურს და რაჯ ღატს, სადაც მაჰათმა განდია კრემატირებული 1948 წელს.

ლანჩის შემდეგ ჩვენ მოვინახულებთ ახალი დელის ღირშესანიშნაობებს და საღამოს გავეშურებით ვახშამზე, რომელიც სასტუმროში გვექნება.

ღირშესანიშნაობები

წითელი ციხესიმაგრე
ჯამა მასჯიდი
ვერცხლის ქუჩა
ხარი ბაოლის ბაზარი
რაჯ გატი

Lunch

Dinner

Night stay in Delhi

day 3

აგრა

საუზმე სასტუმროში.

დღეს ჩვენ გავემგზავრებით აგრაში მატარებლით, რომელიც დაახლოებით 4 საათს გასტანს.

ჩამოსვლისთანავე პირველ რიგში დავჩექინდებით სასტუმროში და გავალთ ლანჩზე რომელიმე ადგილობრივ რესტორანში ან სასტუმროში (ფასში შესული არ არის) იქნება.

შემდეგ ვეწვევით აგრას ციხეს - რომელსაც საძირკველი ჩაუყარა იმპერატორმა აკბარმა 1565 წელს და გაგრძელდა შაჰჯაჰანის დრომდე. მაღალი წითელი ქვის ძეგლი გადაჭიმულია 2.5 კილომეტრზე. 

I'timād-ud-Daulah საფლავსაც მოვინახულებთ იმავე დღეს, ხშირად მას "სამკაულის ყუთს" ან "ბაჩჩა ტაჯს" უწოდებენ.

I'timād-ud-Daulah საფლავს ხშირად ტაჯ მაჰალის მონახაზად მოიხსენიებენ.

ვახშამი სასტუმროში

ღირშესანიშნაობები

აგრა
I'timād-ud-Daulah-ს საფლავი

Lunch

Dinner

Night stay in Tskaltubo

day 4

ტაჯ მაჰალი

ტაჯ მაჰალს მზის ამოსვლის დროს ვეწვევით (სასტუმროდან 05:15 საათზე გამოვალთ). თაჯ მაჰალის შენებას თითქმის 22 წელი დასჭირდა, რომელიც 1653 წელს დასრულდა.

თაჯ მაჰალის შემდეგ დავბრუნდებით სასტუმროში და საუზმეს მივირთმევთ, რის შემდეგაც სასტუმროდან გამოვალთ და Ranthambhore-ს ნაციონალურ პარკისაკენ გავეშურებით, გზაზე კი Fatehpur Sikri– ს მოვინახულებთ.

სასტუმროში ჩექ-ინი და ვახშამი.

ღირშესანიშნაობები

ტაჯ მაჰალი
Fatehpur Sikri

Lunch

Dinner

Night stay in Tbilisi

დღე 5

Ranthambore

Ranthambore, პირველ რიგში, ცნობილია ბენგალური ვეფხვებით, სადაც შესაძლებლობა გეძლევათ ნახოთ ცხოველები ბუნებრივ პირობებში.

ჩვენი ვიზიტის პირველი ნაწილი დილას დაიწყება, რადგან ცხოველები მათ ყველაზე აქტიურ ფაზაში დავათვალიეროთ.

შუალედში დავბრუნდებით სასტუმროში საუზმეზე.

შემდეგ გვექნება ცოტა თავისუფალი დრო და შემდეგ დავუბრუნდებით ჩვენს ჯიპ ტურს საფარიში.

ლანჩი და ვახშამი გვექნება სასტუმროში.

ღირშესანიშნაობები

Ranthambore ნაციონალური პარკი
საფირი

Lunch

Dinner

Night stay in Tbilisi

დღე 6

ჯაიპური

საუზმის მერე გავემგზავრებით ჯაიპურისაკენ.

ლანჩის შემდეგ გვექნება ჯაიპურის სითი ტური.

უდაბნოში ჩაკარგული, ვარდისფერ ქალაქად წოდებული ჯაიპური, რაჯასტანის ადმინისტრაციოული ცენტრია. ქალაქის ნაგებობათა უმეტესობა 1727 წელს, სავაი ჯაი სინგჰომ ვარდისფერი ქვიშაქვისგან ააშენა, რამაც ჯაიპურს მომხიბვლელობა შემატა და მის სავიზიტო ბარათადაც აქცია.

ამ დღეს ჩვენ გავისეირნებთ სპილოებით, ასე რომ მოემზადეთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებებისათვის.

ვახშამი სასტუმროში.

ღირშესანიშნაობები

ჯაიპური

Lunch

Dinner

Night stay in Tbilisi

დღე 7

ჰოლის დღესასწაული

საუზმე სასტუმროში.

ეს დღეს ინდეოთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ისინი აღნიშნავებ ჰოლის დღესასწაულს, ანუ ჩვენს ენაზე რომ თქვათ, ფერების ფესტივალს.

ჰოლი, ინდოეთში, აღინიშნება ყველა კასტის და რელიგიის ხალხში.

ფერების ეს ფესტივალი ხალხს აერთიანებს Rajasthan- ში.

ჰოლის ზეიმი განსაკუთრებით ცნობილია და პოპულარული.

ხალხი მთელი მსოფლიოდან მოგზაურობს ინდოეთში სპეციალურად ამ დროს, რომ იყოს ამ ფერადი ფესტივალის ნაწილი.

ჰოლისთან დაკავშირებით, Jaipur- ის მოსახლეობა თავიანთ სახლებს ამშვენებენ ფერადი ყვავილებით. ამ დღეს თქვენ თავს იგრძნობთ, ფერად ზღაპარში.

ლანჩი გვექნება ფერების ფესტივალის ჩატარების ადგილას და ვახშამი სასტუმროში.

ღირშესანიშნაობები

ჰოლის დღესასწაული

Lunch

Dinner

Night stay in Tbilisi

დღე 8

ჯაიპური

დილა ადრიან მივირთმეთ საუზმეს და დელის საერთაშორისო აეროპორტში გავეშურებით.

ჩაფრენა საქართველოში.

ტურის დასასრული

ტურის ღირშესანიშნაობები

ინფორმაცია ტურის შესახებ

ტურში შედის

ავიაბილეთი (თბილისი-დელი-თბილისი)
სავიზო მომსახურება და ვიზის საფასური
სასტუმრო 3* საუზმით
ყველა ვახშამი
ლანჩი რანტხანბორში
ლანჩი ფერების ფესტივალზე
დაზღვევა
ტაძრებში და მუზეუმებში შესასვლელი ბილეთი
დელიში რიკშაზე გასიერნება
ჯაიპურში სპილოზე გასეირნება
საფარი ტური ვეფხვებზე დაკვირვებით
ჰოლი - ფერების ფესტივალზე დასწრება
გამყოლი საქართველოდან
ადგილობრივი გიდი
ტრანსპორტირება მთელი ტურის განმავლობაში
ყველა საჭირო ნივთი ფერების ფესტივალის დროს
ყველა სახელისუფლებო STG tax

ტრანსპორტი

air Travel

We use Wizzair/Turkish Airlines

Coach Travel

A/C coach - Seating capacity depends upon group size