დელი, აგრა და ჯაიპური-ინდოეთის სამი საოცარი ქალაქის ისტორია და ეპიკური წარმომავლობა.
თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა ნახოთ ლეგენდარული თაჯ მაჰალი აგრაში, მზის ამოსვლისას, ჯაიპურში სპილოებზე გაისეირნოთ, დელიში კი რიკშათი მოიაროთ ვერცხლის ქუჩა და იშოპინგოთ აზიის უდიდეს ბაზარზე, რომელიც გაგაოცებთ მისი მაშტაბებით...
მაგრამ ეს არ არის ის ყველაფერი, რაც თქვენ ჩვენს ტურში გელოდებათ... უნიკალური შესაძლებლობა გეძლევათ-ბენგალურ ვეფხვებზე დაკვირვების, რანტხანბორის ნაციონალურ პარკში. ჩვენ ერთად მივიღებთ მონაწილეობას ჯაიპურში, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჰოლი ფესტივალში, რომელსაც ჩვენ ფერების ფესტივალს ვეძახით, ინდეოთში კი ეს დღე გაზაფხულის დადგომას ნიშნავს.
შეხვედრა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ჩაფრენა დელიში და ტრანსფერი სასტუმროში. დასვენება.
საუზმე სასტუმროში.
შემდეგ კი დაიწყება ჩვენი თავგადასავალი ინდოეთის დედაქალაქში, სადაც გავეცნობით მის ყოველდღიურ რუტინას, ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს...
ტურს დავიწყებთ წითელი ციხესიმაგრის მონახულებით, რომელიც დელის, მოგოლების დიადი ეპოქის დროინდელი, ისტორიული ციტადელია.
ციხესიმაგრის მოპირდაპირე მხარეს კი ნახავთ შავი და თეთრი ფერის, ხახვის ფორმის გუმბათს და მინარეტს- ჟამა მასჯიდს, ყველაზე ლამაზ მეჩეთს მთელ ინდოეთში.
ჩვენი ტურის ერთ-ერთ ღირშესანიშნაობა, რიქშაზე და დელის ისტორიულ ვერცხლის ქუჩაზე გასეირნება იქნება.
რიქშა არის ორბორბლიანი ველოსიპედი, რომელსაც წინ უძღვის ადამიანი...ასევე ამავე დღეს მოვინახულებთ ხარი ბაოლის - აზიის უმსხვილეს ბაზარს, რომელიც წარმოადგენს ეგზოტიკური სანელებლების საგანძურს და რაჯ ღატს, სადაც მაჰათმა განდია კრემატირებული 1948 წელს.
ლანჩის შემდეგ ჩვენ მოვინახულებთ ახალი დელის ღირშესანიშნაობებს და საღამოს გავეშურებით ვახშამზე, რომელიც სასტუმროში გვექნება.
საუზმე სასტუმროში.
დღეს ჩვენ გავემგზავრებით აგრაში მატარებლით, რომელიც დაახლოებით 4 საათს გასტანს.
ჩამოსვლისთანავე პირველ რიგში დავჩექინდებით სასტუმროში და გავალთ ლანჩზე რომელიმე ადგილობრივ რესტორანში ან სასტუმროში (ფასში შესული არ არის) იქნება.
შემდეგ ვეწვევით აგრას ციხეს - რომელსაც საძირკველი ჩაუყარა იმპერატორმა აკბარმა 1565 წელს და გაგრძელდა შაჰჯაჰანის დრომდე. მაღალი წითელი ქვის ძეგლი გადაჭიმულია 2.5 კილომეტრზე.
I'timād-ud-Daulah საფლავსაც მოვინახულებთ იმავე დღეს, ხშირად მას "სამკაულის ყუთს" ან "ბაჩჩა ტაჯს" უწოდებენ.
I'timād-ud-Daulah საფლავს ხშირად ტაჯ მაჰალის მონახაზად მოიხსენიებენ.
ვახშამი სასტუმროში
ტაჯ მაჰალს მზის ამოსვლის დროს ვეწვევით (სასტუმროდან 05:15 საათზე გამოვალთ). თაჯ მაჰალის შენებას თითქმის 22 წელი დასჭირდა, რომელიც 1653 წელს დასრულდა.
თაჯ მაჰალის შემდეგ დავბრუნდებით სასტუმროში და საუზმეს მივირთმევთ, რის შემდეგაც სასტუმროდან გამოვალთ და Ranthambhore-ს ნაციონალურ პარკისაკენ გავეშურებით, გზაზე კი Fatehpur Sikri– ს მოვინახულებთ.
სასტუმროში ჩექ-ინი და ვახშამი.
Ranthambore, პირველ რიგში, ცნობილია ბენგალური ვეფხვებით, სადაც შესაძლებლობა გეძლევათ ნახოთ ცხოველები ბუნებრივ პირობებში.
ჩვენი ვიზიტის პირველი ნაწილი დილას დაიწყება, რადგან ცხოველები მათ ყველაზე აქტიურ ფაზაში დავათვალიეროთ.
შუალედში დავბრუნდებით სასტუმროში საუზმეზე.
შემდეგ გვექნება ცოტა თავისუფალი დრო და შემდეგ დავუბრუნდებით ჩვენს ჯიპ ტურს საფარიში.
ლანჩი და ვახშამი გვექნება სასტუმროში.
საუზმის მერე გავემგზავრებით ჯაიპურისაკენ.
ლანჩის შემდეგ გვექნება ჯაიპურის სითი ტური.
უდაბნოში ჩაკარგული, ვარდისფერ ქალაქად წოდებული ჯაიპური, რაჯასტანის ადმინისტრაციოული ცენტრია. ქალაქის ნაგებობათა უმეტესობა 1727 წელს, სავაი ჯაი სინგჰომ ვარდისფერი ქვიშაქვისგან ააშენა, რამაც ჯაიპურს მომხიბვლელობა შემატა და მის სავიზიტო ბარათადაც აქცია.
ამ დღეს ჩვენ გავისეირნებთ სპილოებით, ასე რომ მოემზადეთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებებისათვის.
ვახშამი სასტუმროში.
საუზმე სასტუმროში.
ეს დღეს ინდეოთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ისინი აღნიშნავებ ჰოლის დღესასწაულს, ანუ ჩვენს ენაზე რომ თქვათ, ფერების ფესტივალს.
ჰოლი, ინდოეთში, აღინიშნება ყველა კასტის და რელიგიის ხალხში.
ფერების ეს ფესტივალი ხალხს აერთიანებს Rajasthan- ში.
ჰოლის ზეიმი განსაკუთრებით ცნობილია და პოპულარული.
ხალხი მთელი მსოფლიოდან მოგზაურობს ინდოეთში სპეციალურად ამ დროს, რომ იყოს ამ ფერადი ფესტივალის ნაწილი.
ჰოლისთან დაკავშირებით, Jaipur- ის მოსახლეობა თავიანთ სახლებს ამშვენებენ ფერადი ყვავილებით. ამ დღეს თქვენ თავს იგრძნობთ, ფერად ზღაპარში.
ლანჩი გვექნება ფერების ფესტივალის ჩატარების ადგილას და ვახშამი სასტუმროში.
დილა ადრიან მივირთმეთ საუზმეს და დელის საერთაშორისო აეროპორტში გავეშურებით.
ჩაფრენა საქართველოში.
ტურის დასასრული
ტურში შედის
ტრანსპორტი